წელს, ზაფხულის სეზონზე დუბაი ოჯახებს სრული შემადგენლობით დაუვიწყარი დასვენებისთვის ეპატიჟება. Kids Go Free (“ბავშვებისთვის უფასოა”) სპეციალური შეთავაზებით, დუბაის ფეშენებელურ სასტუმროებში მდიდრულად დასვენება ოჯახებისთვის გაცილებით ხელმისაწვდომი ხდება.

KIds Go Free შეთავაზებით ბავშვებს არა მხოლოდ დუბაის ლეგენდარულ სასტუმროებში უფასოდ დარჩენა, არამედ კინოთეატრების, გასართობი კომპლექსებისა და ქალაქის მრავალრიცხოვანი ღირსშესანიშნაობების მონახულება შეეძლებათ, თანაც ეს ყველაფერი უფასოდ, მათ შორის, ქალაქის ნაირ–ნაირი გადმოსახედებისა და მადამ ტიუსოს მუზეუმისაც კი.

ამასთანავე, ქალაქის სტუმრებს ადრეული დაჯავშნის ექსკლუზიური აქციით შეეძლებათ ისარგებლონ და ქალაქში მეტხანს დასარჩენად და კიდევ უფრო მეტი საინტერესო ადგილის მოსანახულებლად არაერთი ფასდაკლება მიიღონ.

მიუხედავად იმისა, ვიზიტორი წყნარ სანაპიროს ამჯობინებს, კულტურულ ექსკურსიას თუ გართობით სავსე თავგადასავლებს – დუბაი ყოველთვის შესანიშნავი არჩევანია ხელმისაწვდომ ფასად  ოჯახური დასვენებისთვის.  არსებული შეთავაზებების გაცნობა და დუბაის სასტუმროებში ნომრის დაჯავშნა დამსვენებლებს შეუძლიათ ბმულზე

დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტი (DET) მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს დუბაის მთავრობას გლობალურ ეკონომიკასა და ტურიზმში ემირატის კონკურენტუნარიანობის გაზრდაში, ხელი შეუწყოს დუბაის, როგორც მსოფლიოს მოწინავე კომერციული ცენტრის, საინვესტიციო ჰაბისა და ტურისტული დანიშნულების ადგილის პოზიციონირებას.

როგორც ამ ამოცანის ნაწილი, DET ძალისხმევას მიმართავს დუბაის დივერსიფიცირებული, ინოვაციური და სერვისზე დაფუძნებული ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის, მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტების მოსაზიდად და პროდუქტიულობის ზრდის დასაჩქარებლად. ამასთანავე, DET მხარს უჭერს დუბაის აღქმას, როგორც საცხოვრებლად და სამუშაოდ მსოფლიოში საუკეთესო ქალაქისა, პოპულარიზაციას უწევს ქალაქს და წარმოაჩენს მასში ცხოვრების შესანიშნავ ხარისხს.

DET პასუხისმგებელია დუბაის ბიზნესისა და ტურიზმის სექტორების დაგეგმვაზე, ზედამხედველობაზე, განვითარებასა და მარკეტინგზე. ის ასევე პასუხისმგებელია ყველა ტიპის ბიზნესის, მათ შორის სასტუმროების, ტუროპერატორებისა და ტურისტული აგენტების ლიცენზირებასა და კლასიფიცირებაზე. DET-ის პორტფოლიო მოიცავს: დუბაის ტურიზმისა და კომერციული მარკეტინგის კორპორაციას, დუბაის ფესტივალებსა და საცალო ვაჭრობას, დუბაის წარმოებასა და ექსპორტს, დუბაის საინვესტიციო განვითარების სააგენტოს (Dubai FDI) და დუბაის მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე დუბაის ტურიზმის კოლეჯს, დუბაის კალენდარს და დუბაის ბიზნეს ღონისძიებებს.