ბაჰრეინის ხელისუფლებამ ტურისტებისთვის ახალი გადასახადის შემოღება გადაწყვიტა. ვინც სასტუმროში დარჩება გადაიხდის.
გადასახადი 1 მაისიდან ამოქმედდება. ფასი – 8 დოლარი დღეში. თანხა არ დაემატება ნომრის ფასს, თქვენ ცალკე უნდა გადაიხადოთ.
ბევრმა ქვეყანამ უკვე შემოიღო გადასახადები მოგზაურებისთვის. ზოგმა – ოვერტურიზმთან საბრძოლველად, ზოგმაც – ინდუსტრიის განვითარებისთვის დამატებითი დაფინანსების მოპოვებისთვის.