ბურდური, რომელიც დასავლეთ ანატოლიის რეგიონში მდებარეობს, ცნობილია თავისი არქეოლოგიური არტეფაქტებით. 9-თვიანი აღდგენითი პროცესების  შემდეგ ბურდურის ქალაქ კიბირაში სუფთა და სასმელი წყალი კვლავ მოედინება გიგანტური შადრევნიდან, რომელიც 2016 წელს აღმოაჩინეს და იმ წელსვე იგი კულტურის და ტურიზმის სამინისტროსა და ბურდურის გუბერნატორის მხარდაჭერით  შევიდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში. აღსანიშნავია, რომ შადრევანი, რომელიც დაახლოებით 2000 წელს ითვლის, რომის იმპერიის დროს  აშენდა. მისი სიმაღლე 7,5, ხოლო დიამეტრი კი 15 მეტსრ წარმოადგენს.

2300 წლიანი უძველესი ქალაქი კიბირა, რომელიც სამ ბორცვზეა აგებული, მდებარეობს ბურდურის გოლჰისარის რაიონში. იგი ცნობილია როგორც „გლადიატორების ქალაქი“ თავისი ფართო ღობეებით, ტბითა და თვალწარმტაცი ხედებით. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ქალაქის სახელი მომდინარეობს ანატოლიის უძველეს ქალღმერთ  კიბელესგან, რომლის სიმბოლოსაც მწოლიარე ლომი წარმოადგენს.

კიბირა ძალიან მნიშვნელოვანი უძველესი ქალაქია, სადაც მოგზაურობისას მოულოდნელად აღმოჩნდებით რომაულ პერიოდში იქ არსებული სტადიონიდან, თეატრიდან თუ პარლამენტის შენობიდან გამომდინარე. სწორედ ეს სტადიონი იტევს  10 000 კაცს, რომელიც ძველ დროში  გლადიატორთა შეჯიბრებებს მასპინძლობდა. სტადიონი გამოირჩევა არა მხოლოდ თავისი ზომით, არამედ გათხრების შედეგად აღმოჩენილი „გლადიატორული ფრიზებით“, ანუ ქვის ბლოკებზე რელიეფურად გამოკვეთილი ქანდაკებებით. ეს გენიალური რელიეფები, რომლებიც ასახავს გლადიატორების ბრძოლას ერთმანეთთან თუ ცხოველებთან, მოწმობს იმას, თუ რამდენად სასტიკი და დაუნდობელნი  იყვნენ ადამიანები ძველად. უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ ამიტომ ეწოდა მას „გლადიატორთა ქალაქი“. გლადიატორთა სამარხები მდებარეობს მონუმენტურ გზაზე, რომელიც გადაჭიმულია სტადიონიდან ქალაქის სასაფლაომდე. ქალაქი ყურადღებას იპყრობს აგრეთვე ნეკროპოლისას ტერიტორიით, სადაც განთავსებულია სარკოფაგები, მავზოლეუმები და მიწისქვეშა სამარხები.

ოდეონი

კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ნაგებობა ძველ ქალაქ კიბირაში არის ოდეონი. ოდეონი იყო შენობა ძველ საბერძნეთში, სადაც იმართებოდა მუსიკალური კონცერტები, შეჯიბრებები თუ სხვადასხვა წარმოდგენა მაყურებელთათვის. . კიბირაში მდებარე ოდეონი გამოიყენებოდა როგორც მუსიკალური სახლი, ასევე პარლამენტის შენობა. შენობა ერთდროულად იტევდა დაახლოებით 3500 ადამიანს. შენობაში იატაკზე მოზაიკით გამოსახულია მედუზა, რომელიც მნახველთ საოცრად ხიბლავს. ზოგიერთი მკვლევარი აცხადებს, რომ ეს არის მედუზას პირველი ფიგურა, რომელიც მსოფლიო ისტორიაშია ცნობილი. ოდეონს კიდევ ერთი ფუნქცია ჰქონდა – შენობა გამოიყენებოდა როგორც რაიონული სასამართლო, სადაც ხშირად ტარდებოდა სასამართლო პროცესები.