ავსტრალიურმა ავიაკომპანია Qantas-მა მამაკაც ბორტგამცილებელს საშუალება მისცა, გაიკეთონ მაკიაჟი და თმა გაიზარდონ, ხოლო ბორტგამცილებელ ქალებს – არ ატარონ მაკიაჟი და არ იარონ ქუსლებიანი ფეხსაცმელებით. ასევე, ორივე სქესის თანამშრომლებს შეუძლიათ საყურეები და დიდი საათები ატარონ, მაგრამ ტატუები მაინც უნდა იყოს დამალული, იტყობინება The Sun.

ავსტრალიელი ავიაკომპანიის დრესკოდი შეიცვალა ზოგიერთი მამაკაცი ბორტგამცილებლის მოთხოვნის შემდეგ, რათა მათ მაკიაჟისა და კორექტორის ტარების უფლება მისცემოდათ. ქალი ბორტგამცილებლებიც დიდი ხანია ქუსლებიან ფეხსაცმელებს აპროტესტებდნენ და თავისუფალ სტილს მოითხოვდნენ.

თუმცა, Qantas-ის განახლებული წესებით კოლგოტი ისევ აუცილებელი პირობაა კაბასთან ან ქვედაბოლოსთან ერთად სატარებლად. ასევე შეკრული და გრძელი თმები.

ოფიციალურ განცხადებაში Qantas-მა თქვა, რომ ”მოდა იცვლება და ასევე იცვლება ჩვენი სტილის პრინციპები. უახლესი ცვლილებები ჩვენი ფორმის ტარებას უფრო კომფორტულს და პრაქტიკულს გახდის“.