ხვალ 16 ივლისს, 18:30 წუთზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაშკენტი-თბილისის მიმართულებით პირველ ფრენას Uzbekistan Airways განახორციელებს. ზაფხულის სეზონზე რეისები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და კვირას, Airbus 320/ Boeing 757 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

უზბეკეთის ეროვნული გადამზიდავი ავიაკომპანია Uzbekistan Airways 1992 წელს დაარსდა. დღეისათვის ავიაკომპანია ფრენებს 40 სხვადასხვა მიმართულებით ასრულებს. Uzbekistan Airways-ის ავიაპარკი 31 სხვადასხვა საჰაერო ტიპის ხომალდისგან შედგება.