ხვალ, 24 თებერვალს „ტავ ჯორჯია“ დასაქმების მსურველებს ღია კარის დღეზე იწვევს. დასაქმების ფორუმი ელოდება მათ ვინც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში დასაქმებითაა დაინტერესებული.
ღია კარის დღე, 24 თებერვალს 10:00-18:00 საათამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში გაიმართება.
დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში არსებული ვაკანსიების შესახებ და დეტალურად გაეცნონ თავიანთ ფუნქცია-მოვალეობებს ამა თუ იმ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში.
„ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელსაც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში 1 500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.