უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ევროპაში ყველაზე ცუდ ავიაკომპანიად დასახელდა. ამის შესახებ ცნობილი ბრიტანული მომხმარებელთა დაცვის ორგანიზაციის Who?-ის გამოკითხვის შედეგებიდან გახდა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კი Daily Mail ავრცელებს.

მოგზაურებმა ავიაკომპანიას ხუთიდან მხოლოდ ერთი ვარსკვლავი მიანიჭეს ჩასხდომის პროცედურებისთვის, ასევე სალონის ატმოსფეროსა და ჯდომის კომფორტისთვის და აღნიშნეს, რომ Wizz Air-ს გამოკითხულ გადამზიდავებს შორის ყველაზე ნაკლები ფეხის ადგილი აქვს. გარდა ამისა, დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას არ მიუღია ორზე მეტი ვარსკვლავი არცერთ დარჩენილ კატეგორიაში, მათ ფასების, კლიენტების მომსახურების, სალონის სისუფთავის და ფრენის დროს კვების მიმართულებით. მთლიანობაში გადამზიდველმა 100 შესაძლოდან მხოლოდ 48 ქულა დააგროვა.

ირლანდიურმა ავიაკომპანია Ryanair-მაც დაბალი ქულები მიიღო (52 ქულა): მგზავრებმა საკვებისა და სასმელების ხარისხს ამაზრზენი უწოდეს და ასევე უკმაყოფილება დააფიქსირეს სავარძლების კომფორტით და ბორტზე არსებული ატმოსფეროს გამო. თუმცა, მათ ავიაკომპანია შეაქეს ავიაბილეთის კონკურენტუნარიანობის გამო. მგზავრების გამოკითხვის საფუძველზე ოდნავ მაღალი შეფასებები დაიმსახურეს Eurowings-მა (53 ქულა), British Airways-მა (56 ქულა) და Lufthansa-მა (57 ქულა).

რეიტინგში საუკეთესო ავიაკომპანიად Jet2 დასახელდა, რომელმაც 80 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე მცირე უპირატესობით (78 ქულა) Turkish Airlines-ია, მესამე ადგილს Swiss და Finnair-ი (75-75 ქულა) ინაწილებენ.