ხილის დაკრეფაში ამიერიდან დრონებიც ჩაერთვებიან. ისრაელში, კომპანია Tevel Aerobotics Technologies-მა წარმოადგინა უპილოტო საფრენი საშუალების პროტოტიპი, რომელსაც ხილის სწრაფად და ეფექტურად დაკრეფა შეუძლია. კომპანიის მენეჯმენტი ამბობს, რომ ხილის შეგროვების მხრივ მუშახელის სიმცირე შეინიშნება. მათი ინფორმაციით, აღნიშნული პრობლემა მთელს მსოფლიოს აწუხებს.
40-დან 80 სმ-მდე დრონი, ელექტრონულ ძრავაზე მუშაობს, რომელიც მთლიანადაა ავტომატიზირებული.