არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია flydubai Boeing 737-800-ის ბორტებზე, ეკონომ-კლასში, სავარძლებზე დამონტაჟენული მონიტორების დემონტაჟს ახდენს. 

აღნიშნული პროცესი შეეხება ავიაკომპანიის 36 საჰაერო ხომალდს. 

ამ დროისათვის ავიაკომპანიის Boeing 737-800-ის მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ ამ ეკრანებით უფასოდ გაეცნონ ფრენის რუკას, ასევე ჩართონ მუსიკის მოსმენის, ფილმებისა და სერიალების ყურების ფასიანი სერვისები. 

ეკრანების ადგილზე კი flydubai იწყებს უფასო გასართობი სისტემის მონტაჟს, რომელიც ბორტზე Wi-Fi-ის მეშვეობით მუშაობს.

მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი ტელეფონი, პლანშეტი თუ ნოუთბუკი დააკავშირონ Wi-Fi-ს და ისარგებლონ სხვადასხვა უფასო პროგრამებით.

ეკრანების დემონტაჟი flydubai-ს საშუალებას მისცემს შეამციროს თვითმფრინავის წონა, რაც დადებითად აისახება საწვავის მოხმარებაზე და გაზრდის ავიაკომპანიის მომგებიანობას.

აღნიშნული სიახლე არ ეხებათ ბიზნეს-კლასის მგზავრებს, მათ კვლავინდებურად შეეძლებათ სერვისების მიღება სავარძელზე დამონტაჟებული მონიტირებიდან.