ინდური ავიაკომპანია Air India საჰაერო ხომალდი, რომელიც ნიუ დელიდან ნიუაპის მიმართულებით ასრულებდა რეისს უკან აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი კი Boeing 777-300-ზე დაფიქსირებული ღამურა გახდა. 

როგორც გაირკვა, ეკიპაჟის წევრებმა თვითმფრინავის ბორტზე ღამურა შენიშნეს. აეროპორტში დაბრუნებისთანავე გამოძახებულ იქნა სათანადო სამსახურები, რათა მათ ღამურა თვითმფრინავიდან გამოეყვანათ. 

რაც შეეხება მგზავრებს, ისინი დანიშნულების ადგილზე Air India-ს სხვა თვითმფრინავით ჩაიყვანეს.

ავიაკომპანიის ფრენების უსაფრთხოების დეპარტამენტმა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამავე დროს, Air India- ს საინჟინრო დეპარტამენტმა თავის პირველ ანგარიშში აღნიშნა, რომ თვითმფრინავში ღამურის შეღწევა იყო მესამე მხარის ქმედებების შედეგი.