კატარის მთავრობამ უარი თქვა გერმანიის ნაკრების სპეციალური თვითმფრინავის მიღებაზე, რომლის ფიუზელაჟზე ლგბტ ლოზუნგი იყო გამოყენებული. ამის შესახებ არაბული პორტალი Mqalaty იუწყება.
როგორც გამოცემა წერს, უარის მიზეზი Lufthansa-ს თვითმფრინავზე რამდენიმე მამაკაცის გამოსახულება გახდა. ისლამური სახელმწიფოს ხელისუფლებამ ის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას დაუკავშირა, რაც ქვეყანაში მიუღებელია.
უარის შემდეგ, გერმანული ავიაკომპანიის თვითმფრინავი ომანში გაფრინდა, საიდანაც გერმანელი სპორტსმენები ადგილობრივი ავიაკომპანიის თვითმფრინავით კატარში დაბრუნდნენ.
გერმანიის ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ კატარში 17 ნოემბერს ჩავიდა.
კატარში მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ეკვადორის ნაკრებმა იმავე დღეს კატარის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. კატარის წინააღმდეგ ორივე გოლი ეკვადორის ნაკრების თავდამსხმელმა და კაპიტანმა ენერ ვალენსიამ გაიტანა.