შესაძლოა, დონალდ ტრამპმა კატარის სამეფო ოჯახისგან ფუფუნების საჩუქარი მიიღოს – დაახლოებით 400 მილიონი დოლარის ღირებულების Boeing 747-8. თვითმფრინავი, რომელსაც უკვე „მფრინავ სასახლეს“ უწოდებენ, შესაძლოა ახალ Air Force One-ად იქნას გამოყენებული.

ტრამპმა თვითმფრინავი თებერვალში უკვე დაათვალიერა, როდესაც ფლორიდაში, ვესტ პალმ ბიჩისაეროპორტში იმყოფებოდა. მისი ამჟამინდელი პირადი თვითმფრინავისგან, Boeing 757-ისგან (რომელიც 2011 წელს შეიძინა), კატარული 747-8 გაცილებით ახალი და უფრო ფართოა.

აშშ-ის საჰაერო ძალების მიერ შეკვეთილი ახალი Boeing 747-8-ზე დაფუძნებული Air Force One-ისწარმოება გადაიდო და 2027 წლამდე არ ჩამოვა. ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა Boeing-ი 3.9 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტის ვადების დარღვევის გამო.

სამართლებრივი პრობლემების თავიდან ასაცილებლად (კონსტიტუცია პრეზიდენტს უცხო ქვეყნებიდან ძვირადღირებული საჩუქრების მიღებას უკრძალავს), თვითმფრინავი მოდერნიზაციისთვის ჯერ საჰაერო ძალებს გადაეცემა, ხოლო ტრამპის ვადის ამოწურვის შემდეგ მის ფონდს.

მოდერნიზაციას ტეხასში L3Harris განახორციელებს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, თვითმფრინავი ექსპლუატაციაში 2025 წლის ბოლოსთვის იქნება მზად.