ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი დევიდ ბექჰემი კვლავ ყურადღების ცენტრშია. მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინში, რომელიც წელს კატარში გაიმართება, ვარსკვლავი კატარის ტურიზმის კამპანიის სახე და პარტნიორი გახდა.

ნახევარსაათიან ვიდეოში ცნობილი ფეხბურთელი მოგზაურობს ქვეყნის მასშტაბით და მოგვითხრობს, რა უნდა ნახოთ და სცადოთ აქ ორ დღეში.

თავად ბექჰემმა მოახერხა პოპულარული Souq Waqif-ის ბაზრის დათვალიერება, უდაბნოში ბანაკის გამართვა, მუზეუმების მონახულება და მოტოციკლით ტარება დოჰას გარშემო, ასევე ესაუბრებოდა ადგილობრივ ცნობილ ადამიანებს, მათ შორის არიან მარგალიტის მყვინთავი საად ისმაილ ალ ჯასიმი, მხატვარი აბდულაზიზ იუსეფი, კატარის ეროვნული მუზეუმის დირექტორი შეიხ რიმ ალ თანი, მოტოციკლების მრბოლელი საიდ ალ-სულეიტი, რეჟისორი ჰამიდა ისა ალ კუვარი.

„კატარმა გამაოცა დიდი გამოცდილების ფართო სპექტრით, რაც შეიძლება მხოლოდ 48 საათში მივიღო. აქ თანამედროვე და ტრადიციულის შერწყმა განსაკუთრებულ სიმბიოზს ქმნის. ხალხი კი ძალიან გულწრფელი და სტუმართმოყვარეა, ისინი აღფრთოვანებულნი არიან თავიანთი კულტურით“, – თქვა ბექჰემმა.

მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ჩემპიონატის დროს ქვეყანაში სასტუმროების ფასებზე ისაუბრეს. ტურისტებს და ფეხბურთის გულშემატკივრებს შეუძლიათ დარჩენა 4 ვარსკვლავიან სასტუმროებში 12 ფუნტიდან და ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში კი 17 ფუნტიდან ერთ ადამიანზე ღამეში.

 

„მე მოვუწოდებ მილიონობით ადამიანს, რომლებიც ყოველწლიურად ჩამოდიან ან ტრანზიტით გადიან კატარს, გაჰყვნენ დევიდ ბექჰემის კვალს და შექმნან საკუთარი საინტერესო თავგადასავლები და მოგონებები“, – თქვა Qatar Tourism-ის თავმჯდომარემ და Qatar Airways Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აკბარ ალ-ბაკერმა.

მხოლოდ, სამწუხაროდ, თავად მისტერ ბექჰემი არ შეიძლება ჩაითვალოს მოგზაურობის კომპანიონად შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი კატარში 2022 წლის 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.