ავიაკომპანია Air Europa-მ AerCap-თან გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულება გააფორმა ხუთი Boeing 787-9-ისა და ათი Boeing 737 MAX 8-ის მიღებაზე. ავიაპარკის ზრდაზე ავიაკომპანიამ გარიგება მას შემდეგ გააფორმა, რაც ესპანურმა ავიაკომპანიამ “აღდგენა” დაიწყო.

მოსალოდნელია, რომ იჯარით აღებული თვითმფრინავების მიღებას ავიაკომპანია 2024 წლის დასაწყისში დაიწყებს, სრული მიწოდება კი 2026 წლისთვის მოხდება. Air Europa იქნება პირველი ესპანური ავიაკომპანია, რომელიც Boeing 737 MAX-ის ექსპლუატაციას მოახდენს, 2016 წელს, იგი გახდა პირველი გადამზიდავი ქვეყანაში, რომელიც მართავდა ბოინგ 787-ს.

ორივე თანამედროვე, საწვავის ეფექტური თვითმფრინავი საშუალებას მისცემს Air Europa-ს დარჩეს კონკურენტუნარიანი და გააუმჯობესოს გარემოსდაცვითი მდგრადობა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი Boeing 787-ის ლიზინგის ხელშეკრულება, რომელსაც წელს ხელი Air Europa-მ მოაწერა. აპრილში ესპანურმა ავიაკომპანიამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას Norse Atlantic Airways-თან ორი Boeing 787-8 და ორი Boeing 787-9 მინიმუმ 18 თვიან იჯარაზე.

AerCap, რომელიც დაფუძნებულია დუბლინში, არის მსოფლიოში უდიდესი სალიზინგო კომპანია, რომელიც მუშაობს 300-ზე მეტ კლიენტთან მთელს მსოფლიოში.