კანარის კუნძულებზე ტურისტების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება. საქმე ეხება რადიკალურ ზომებს – მაგალითად, ტენერიფეში აქტივისტებმა შიმშილობაც კი დაიწყეს.
ადგილობრივი მცხოვრებლები ახალი სასტუმროების მშენებლობის, საცხოვრებლის ფასების ზრდის, კუნძულების გადატვირთულობისა და პოპულარული მიმართულებების დატვირთულობის გამო გაფიცულები არიან.
”გზები გადატვირთულია, სასტუმროები სავსეა”, – ამბობს რუბენ ზერპა Canaries Sold Out-დან. და დასძენს, რომ ქირას ვერ გადაიხდის (თვეში დაახლოებით 800 ევრო), ვინაიდან მხოლოდ 900 ევროს შოულობს.
იგივე პრობლემა ეხება სხვა ადამიანებს. ბევრს უწევს მანქანებში ცხოვრება და გამოქვაბულებში ძილი. გარემოსდამცველები ამბობენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის თითქმის 34% – დაახლოებით 800,000 ადამიანი – სიღარიბის ან სოციალური გარიყულობის საფრთხის წინაშეა. მაგრამ ხელისუფლება, როგორც ჩანს, არ აპირებს სიტუაციის მოგვარებას.