განსხვავებული კაფე, რომელიც კამბოჯას დედაქალაქ პნომპენიში გაიხსნა, უკვე ძალიან პოპულარულია. კაფის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ კლიენტი, რომელიც ყავას ან ჩაის შეუკვეთავს სასმელს სხვადასხვა რეპტილიის გარემოცვაში დალევს.
კაფის მფლობელი ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება, გაეხსნა ასეთი კაფე გამომდინარეობდა იმისგან, რომ ადამიანები დაერწმუნებინა იმაში რომ გველები და იგუანები ძალიან საყვარლები არიან, უბრალოდ მათ ადამიანებმა არასწორად გაუგეს.
კაფის კედელი დიდი აკვარიუმია, რომელიც სავსეა სხვადასხვა რეპტილიით და სურვილის შემთხვევაში კლიენტს ის აკვარიუმიდან გამოჰყავს და მასთან კომუნიკაციას ამყარებს.
აღნიშნული სერვისისათვის კლიენტს დამატებითი საფასურის გადახდა არ უწევს.