კაიროსა და თბილისს შორის შესაძლოა პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს. აღნიშნულის შესახებ საუბარი იყო ეგვიპტეში საქართველოს ელჩისა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის მინისტრის მოჰამედ მანარ ანბას შეხვედრაზე.
შეხვედრას ეგვიპტის მხრიდან ასევე ესწრებოდნენ სამოქალაქო ავიაციის მინისტრის მოადგილე მონტასერ მანა მაიჰუბი, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის პრეზიდენტი სამეჰ ელჰეფნი, სამოქალაქო ავიაციის მინისტრის მდივანი საერთაშორისო და შიდა და საერთაშორისო საკითხებში, ბასემ სამი აბდელ ქარიმი.
ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე.
მხარეებმა გამოთქვეს შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნა ამ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, ორივე ქვეყნის დაინტერესებული უწყებების დონეზე შემდგომი ურთიერთობის გაღრმავების მიზნით.
მხარეები შეთანხმდენ, რომ გააგრძელებენ კონსულტაციების ორმხრივი ინტერესის მქონე სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ეგვიპტეს შორის ჩარტერული ავიარეისები წლების წინ ხორციელდებოდა.