ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯონ ტრავოლტა ცნობილია არა მხოლოდ ფილმებით, ასევე როგორც ავიაციის დიდი გულშემატკივარი და მოყვარული. ჯონ ტრავოლტას პილოტის სერტიფიკატი და სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდებს მართვის უფლება გააჩნია. როგორც ირკვევა მსახიობს შეუძლია მართოს: Gulfstream II, Eclipse 500, Boeing 707 და 747-400.

ტრავოლტას, რომელსაც კერძო თვითმფრინავების დიდი კოლექცია აქვს, ბოლო დრომდე ეკუთვნოდა Boeing 707, რომელზედაც Qantas-ის ლოგო იყო დატანილი. თუმცა 2017 წელს მსახიობმა თავისი Boeing 707 ავსტრალიის მუზეუმს გადასცა, რომელიც ქალაქ ალბიონ პარკშია განთავსებული.

აღნიშნულ ვიდეოზე კი ჩანს, სერიალ Die Hart-ის გადაღებების შემდეგ თუ როგორ ზის Dassault Falcon 200-ის შტურვალთან და ატლანტადან სახლში ბრუნდება.