დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Jetstar-ის მგზავრმა ორსულობის იმიტირება მოახდინა. გაინტერესებთ რატომ? მგზავრმა ზედმეტი ბარგის გადასამალად, ის კომბინიზონში, მუცლის არეში ჩადო და ორსულის იმიტირება მოახდინა. ამ გზით კი ის ზედმეტი თანხის გადახდისგან თავის არიდებას შეეცადა. მწერალმა-მოგზაურმა რებეკა ენდრიუსმა საკუთარი ინოვაციური ტრიუკი თითქმის შეასრულა, რომ არა აეროპორტის თანამშრომლების დაკვირვებული მუშაობა. ქალი Jetstar-ის რეისით მელბრუნიდან სიდნეის მიმართულებით მგზავრობდა.
საბოლოოდ ავიაკომპანიამ მგზავრს ხელბარგის სახით ბორტზე მაინც 7 კგ ბარგის ატანის უფლება მისცა, ხოლო დანარჩენი ბარგისთვის თანხის გადახდა მოუხდა.
როგორც ირკვევა, ქალმა ნოუთბუკი, დამტენი და სხვა ტექნიკური მოწყობილობები კომბინიზონში ჩაილაგა და ზემოდან მეტად თავისუფალი სამოსი მოიცვა. ერთ-ერთი პროცედურის გავლისას კი ქალს ბილეთი დაუვარდა და ისიც იძულებული იყო აეღო. სწორედ ამ დროს შენიშნეს იმიტირებული “მუცელი” აეროპორტის თანამშრომლებმა.