კომპანია “ჯეოსელი” თავის აბონენტებს, რომელთა ავიარეისიც გადაიდება ან გაუქმდება Flyhelp-ის სერვისს სპეციალურად ფასად სთავაზობს.
დახმარებას “ჯეოსელის” ის აბონენტებიც მიიღებენ, რომელთა ბარგიც დაიკარგება ან დაზიანდება.
Flyhelp მგზავრებს ბარგის დაკარგვის ან დაზიანების, ან რესისის გადადება-გაუქმების შემთხვევაში მათ კომპენსაცის მიღებაში ეხმარება.
არსებული წესების შესაბამისად, მგზავრებს საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობისას სპეციალური უფლებები აქვთ. Flyhelp-ის ცნობით, თუ რეისმა დაიგვიანა 2 ან მეტი საათით, ავიახაზები ვალდებულნი არიან, მგზავრები უზრუნველყონ უფასო საკვებითა და გამაგრილებელი სასმელით. ხოლო თუ რეისმა დაიგვიანა სამი ან მეტი საათით, მგზავრები ღებულობენ კომპენსაციას 600 ევრომდე იმ შემთხვევაში, თუ დაგვიანება, ან რეისის გაუქმება გამოწვეულია ავიხაზის მიერ! მაგალითად ტექნიკური გაუმართაობის გამო.
რაზეა დამოკიდებული კომპენსაციის ოდენობა?
კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებულია ფრენის მანძილზე.
250 ევრო – 1500 კილომეტრამდე მანძილზე ფრენისას
400 ევრო – 1500-დან 3500 კილომეტრამდე ფრენისას
600 ევრო – 3500 კილომეტრზე მეტ მანძილზე ფრენისას.