ავიაკომპანია Japan Airlines-ის ერთ-ერთი თვითმფრინავი მიკი მაუსის ფერებში შეღებეს. ამის მიზეზი კი ცნობილი მულტფილმის 90 წლისთავია, რომელიც მიკი მაუსს 18 ნოემბერს უსრულდება.
Boeing 767-300ER-ი, სარეგისტრაციო ნომრით JA602J შესაბამის შეფერილობასთან ერთად ამიერიდან შესაბამისი სახელის მატარებელიცაა – “Dream Express 90”.
მიკი მაუსით მოხატული თვითმფრინავი 2020 წლამდე შიდა რეისებზე იქნება გამოყენებული.
თვითმფრინავის ბორტზე ასევე იქნება შესაბამისად ბრენდირებული ჭურჭელი და ჩასხდომის ბარათებზეც მიკი მაუსი იქნება გამოსახული.