aviabiletebi.org-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ UIA (Ukraine International Airlines) უსიამოვნო სიახლე გაავრცელა – ავიაკომპანიამ მნიშვნელოვნად გაამკაცრა ხელბარგის ბორტზე ატანის წესები, რითაც უამრავი მგზავრი დაანაღვლიანა. ჩვენ საკითხი შევისწავლეთ და აგიხსნით თუ რა შეიცვალა, რატომ გახდა საჭირო და რეალურად რატომ არ არის ყველაფერი ისე ცუდად, როგორც ჩანს.

რა შეიცვალა?

გამკაცრდა მოთხოვნები ხელბარგის მეორე ერთეულისადმი. ყველაფერი ის, რაც მანამდე  უფასოდ შეგეძლოთ ბორტზე აგეტანათ ძირითადი ხელბარგის გარდა, ახლა დამატებით უნდა გადაიხადოთ. Duty free-ს პატეკებილეპტოპისფოტოაპარატის ჩანთები, დოკუმენტების საქაღალდეები და ყველა სხვა პირადი ნივთი ახლა თქვენს ხელბარგში უნდა ჩააწყოთ. თუ ამას ვერ მოახერხებთ, €15  გადახდა მოგიწევთ ავიაგადამზიდავის მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისად.

რა არ შეიცვალა?

დიდი ხელბარგის ზომა არ იცვლება – ის რჩება 55სმ x 40სმ x 20სმ. მაქსიმალური დასაშვები წონა – 7 კგ. ბავშვებთან ერთად მოგზაურთათვის ხელბარგის გადაზიდვის ნორმებიც იგივე რჩება.

როდის შევა ძალაძი აღნიშნული ცვლილებები?

ახალი წესები მოქმედებს ყველა იმ ბილეთზე, რომელიც შეძენილია 2018 წლის 1 ნოემბრის შემდეგ პერიოდში 2019 წლის 15 იანვრიდან რეისებზე. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ ბილეთები 1 ნოემბრამდეშეიძინეთ, მაშინ ახალი წესები თქვენთვის არ მოქმედებს.

რა მოთხოვნებია ხელბარგის მეორე ერთეულისადმი?

ხელბარგის მეორე ერთეული უნდა იყოს 40x30x10 სმ ზომის და 5 კგ-მდე წონის. „ბარგის გარეშე“ ტარიფით მოსარგებლე მგზავრს შეუძლია შეიძინოს ხელბარგის მხოლოდ 1 დამატებითი ერთეული.

რა შეიძლება  იქონიოთ თან ბორტზე ბავშვებთან ერთად მგზავრობის შემთხვევაში?

თან შეგიძლიათ იქონიოთ 1 სამგზავრო ჩანთა თითოეულ ჩვილზე, რომელიც შეიცავს ტანსაცმელს, სატუალეტო ნივთებს, მსუბუქ სათამაშოებს და სპეციალურ ბავშვთა კვებას, რომლებიც ფრენის დროს შეიძლება დაგჭირდეთ. აღნიშნული ჩანთის ზომები არ უნდა აღემატებოდეს 55x40x20 სმ, ხოლო წონა 5 კგ-მდე უნდა იყოს.

გარდა ამისა, თუ ბავშვი 2 წლამდე ასაკისაა საბავშვო ეტლის ბორტზე ატანა უფასოდ შეგიძლიათ. თუ ბავშვი 2 წელზე მეტი ასაკისაა, ეტლის გადაზიდვას მხოლოდ ბარგის ან ხელბარგის მეშვეობით შეძლებთ (თუ წონისა და ზომის ზღვარი არ არის გადაჭარბებული).

რატომ მოხდა ეს?

პირველ რიგში იმიტომ, რომ უკრაინის ბაზარზე „Low Cost” (დაბალბიუჯეტიან) სეგმენტში UIA-ს მთავარმა კონკურენტებმა Ryanair  და Wizz Airმა 1 ნოემბრიდან უკვე შეცვალეს გადაზიდვის წესები, ამიტომ ბევრი UIA-ს  საპასუხო ნაბიჯს ელოდებოდა. მეორეს მხრივ, UIA-თან ერთად მოკლე და საშუალო მანძილზე ფრენის დროს (დიდ მანძილზე ფრენის დროს, ბარგის ღირებულება ყოველთვის ჩათვლილია) არსებობდა პრობლემა, თუ როგორ უნდა მოთავსდეს ხელბარგი სალონში.

ბევრი მგზავრი  ბარგის გარეშე ტარიფით მგზავრობის ბილეთებს იძენდა. ისინი ცდილობდნენ მაქსიმალურად გამოეყენებინათ ხელბარგის შესაძლებლობები – ერთი დიდი  (55სმ x 40სმ x 20სმ) და ერთი პატარა ერთეული (მამაკაცის ან ქალის ხელჩანთა, ფოტოაპარატი, ლეპტოპი, Duty free-ს საქონელი), რაც შედეგად ზედა თაროებზე ადგილების ნაკლებობას  იწვევდა და, შესაბამისად, მგზავრებისთვის დისკომფორტს ქმნიდა. ნაკლებად სავარაუდოა მოგეწონოთ, რომ ბორტზე ასვლისას აღმოაჩინოთ, რომ ხელბარგის განსათავსებელი ადგილი არსადაა დარჩენილი. სწორედ ამ ფაქტორს გულისხმობს UIA, როდესაც მგზავრთა კომფორტის შესახებ აცხადებს.

მაგრამ იმის თქმა, რომ ავიაკომპანია ამ ცვლილებებს მხოლოდ მგზავრებზე ზრუნვის მიზნით იღებს, ალბათ არ ღირს. მსგავსი სიტუაცია გუშინ არ დაწყებულა – UIA-ს „Low Cost” ტარიფები ერთი წლის წინ დაინერგა, რის შემდეგაც მგზავრები აქტიურად იყენებდნენ ბარგის გარეშე მოგზაურობის ვარიანტს და  ბილეთებს მეგა-დაბალ ფასებად იძენდნენ.

aviabiletebi.org-ის ანალიტიკური მონაცემებით, ავიაბილეთების მოძიების და დაჯავშნის წილი ფრენამდე 6-დან 11 თვით ადრე პერიოდში (სწორედ ამ პერიოდში გამოიყენება დაბალბიუჯეტიანი ტარიფები) 6-ჯერ გაიზარდა. სასიამოვნოა, რომ ამ საქმეში ჩვენი კონპანიის სააქციო ფასების  საძიებო სერვისმა – „ავიაფასდაკლებამ“ თავისი წვლილი შეიტანა, რომელშიც ჩვენ ყველა ავიაკომპანიის 85%-მდე ფასდაკლების შემოთავაზებებს  ვანთავსებთ. მეორე მხრივ,  UIA-სპირობები კონკურენტებთან შედარებით უფრო სასიამოვნო რჩება, მაგალითად, Ryanair მხოლოდ მცირე ზომის ხელბარგის (40სმ x 20სმ x 25სმუფასოდ გადაზიდვის საშუალებას გაძლევთ. კომპანია Wizz Air-ში ხელბარგის დაშვებული ზომა ოდნავ უფრო დიდია – 40სმ x 30სმ x 20სმ.

უკრაინის გადამზიდავმა კომპანიამ ხელბარგის ზომები იმავე დონეზე დატოვა – 55 სმ x 40 სმ x 20 სმ, რაც გამორიცხავს მხოლოდ მეორე ნივთის უფასო გადაზიდვის შესაძლებლობას. ახლა ყველაფერი ერთ ჩანთაში ან ზურგჩანთაში უნდა იყოს მოთავსებული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მკაცრი კონკურენციის პირობებში ავიაკომპანიების ამგვარი ცვლილებები,  როგორც წესი, დაბალი ფასების შენარჩუნების სურვილით არის ნაკარნახევი იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ ფრენა მაგალითად, ლონდონში,  400 (40 ლარად) გრივნად, პოლონეთში ან გერმანიაში – 600 გრივნად (60 ლარად), სტოკჰოლმში ან კოპენჰაგენში – 700 გრივნად (70 ლარად). ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ ასეთ ფასებზე მხოლოდ ოცნება შეგვეძლო, დღეს კი  Aviabiletebi.org-ის მომხმარებლები ადვილად პოულობენ მათ. ამიტომ სანამ კონკურენცია არსებობს, ნებისმიერი ცვლილება, მათ შორის ის, რომელზეც ვისაუბრეთ, პოზიტიურად უნდა იყოს მიღებული.