ავიაკომპანია Japan Airlines-ი იაპონიაში ჩასული ტურისტებისთვის და საქმიანი მოგზაურებისთვის ტანსაცმლის გაქირავების ახალ სერვისს “Any Wear, Anywhere” ტესტავს. პროექტის გლობალური მიზანია წაახალისოს მგზავრები, რომ ნაკლები ბარგი წაიღონ თან და შეამცირონ მავნე გამონაბოლქვის ემისიები.
ახალი სერვისი Japan Airlines-ის მგზავრებს საშუალებას აძლევს მსუბუქად იმგზავრონ და იაპონიაში ჩასვლისთანავე ტანსაცმელი დაიქირაონ, რომელიც პირდაპირ სასტუმროში მიუტანენ.
ტანსაცმლის დასაჯავშნად, მგზავრი უნდა შევიდეს საიტზე, აირჩიოთ ტანსაცმლის ნაკრები, რომელიც შეესაბამება სეზონს და მის სტილს. მგზავრი ასევე უთითებს ვიზიტის მიზანს, შეჰყავს მონაცემები (ფრენის დაჯავშნის ნომერი, ტანსაცმლის მიღების და დაბრუნების თარიღი), ირჩევს ადგილს, სადაც ტანსაცმლის მიწოდება მოხდება და ხდება მომსახურების საფასურის გადახდა.
საიტზე წარმოდგენილია მამაკაცის და ქალის ტანსაცმელი (სპორტულები, ჯინსის მაისურები, მაისურები, შარვლები, ქურთუკები, კაბები) ნეიტრალურ და პასტელ ფერებში – ზოგადად, ყველაფერი ჰგავს იაპონური ბრენდების Muji ან Uniqlo-ს. სეზონური კაფსულების ნაკრები შეიძლება დაჯდეს დაახლოებით 4000-7000 ¥ (25-44 ევრო).
სერვისის ტესტირება 2024 წლის აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.