იტალიაში კვლავ საუბრობენ ვერტიპორტების ქსელის გაშვებაზე – აეროდრომები საჰაერო ტაქსებისთვის. მათგან პირველი რომში მომავალი წლის ბოლომდე გაიხსნება.

ირკვევა, რომ საჰაერო ტაქსები პირველ რიგში, ფიუმიჩინოს აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ამოქმედდება. თუ ტესტირება წარმატებული იქნება, კიდევ ათი აეროდრომი აშენდება ქალაქის სხვადასხვა ნაწილში. ხელისუფლება ამბობს, რომ ისინი მცირე ადგილს დაიკავებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ურბანული ლანდშაფტი არ დაზარალდება.

გარდა ამისა, ავიატაქსების გაშვება სხვა ქალაქებშიც განიხილება. დიდი ალბათობით, ეს იქნება ვენეცია, ბოლონია და მილანი. მოგვიანებით, იტალიიდან კოტ-დ’აზურის მიმართულებით საფრანგეთში ფრენა იქნება შესაძლებელი. ოპერატორ კომპანიას ამ პროექტზე დიდი გეგმები აქვს.