ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტმა საერთაშორისო მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ან შემსუბუქების რეკომენდაცია გასცა.
როგორც კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, „ქვეყნებს შორის გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვები მხოლოდ ხელს უწყობს ეკონომიკურ და სოციალურ სტრესს, რომელსაც ქვეყნები აწყდებიან, მაგრამ არ მოაქვს შედეგები“.
დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ საერთაშორისო მოგზაურობაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა ვერ შეუშალა ხელი „ომიკრონის“ შტამის გავრცელებას.
კომიტეტი ასევე გამოდის რეკომენდაციით, რომ საერთაშორისო მოგზაურობისთვის ერთადერთ მოთხოვნას ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა არ წარმოადგენდეს, ვინაიდან სხვადასხვა ქვეყანაში აცრები არათანაბრად არის ხელმისაწვდომი. ამის ნაცვლად კომიტეტი სთავაზობს ქვეყნებს, უფრო ფართოდ გამოიყენონ სხვა ზომები, მაგალითად, ტესტირება ან იზოლაცია/კარანტინი. ამასთანავე, ჯანმოში მიიჩნევენ, რომ ეს ზომები „საერთაშორისო მოგზაურებს ფინანსურ ტვირთად არ უნდა აწვებოდეს“.
წყარო: imedinews.ge