2022 წლის ივნისში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 18%-ით გაიზარდა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის ივნისში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 1 508,342 ტონა შეადგინა, 2021 წლის მაისში კი 1 281,823 ტონა.
შესაბამისად ზრდა ი 17,67%-ია.
ივნისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით კლებამ 3,73%-ა. 2020 წლის ივნისში აეროპორტი 1 566,753 ტონა ტვირთს მოემსახურა.
2019 წლის ივნისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 2 219,434 ტონა ტვირთი გაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის ივნისში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვის 32,04%იანი კლება დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.