2022 წლის ივნისში საქართველოს საჰაერო სივრცის 7,18%-ით მეტი გამოყენება (ერთეული გადაფრენა) დაფიქსირდა, ვიდრე პანდემიამდე არსებულ პერიოდში.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, ივნისის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცის 12 261-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 37,97%-ით მეტია 2021 წლის ივნისის მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 267,65%-ით მეტი 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2021 წლის ივნისში საქართველოს საჰაერო სივრცეში 8 887 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 3 335 გადაფრენა. პანდემიამდე არსებულ (2019 წლის ივნისი) პერიოდში კი სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის 11 440-ჯერ გამოყენება (ერთეული გადაფრენა) დაფიქსირდა.