მსოფლიო სამგზავრო საჰაერო გადაზიდვების მოცულობა ივნისში წლიური თვალსაზრისით 31%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო ასოციაცია (IATA) ავრცელებს.
წლის პირველ ნახევარში ზრდამ 47.2%-ს მიაღწია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო გადაზიდვების მოცულობა ივნისში, ამავე დროს, წინა წელთან შედარებით 33.7%-ით გაიზარდა, შიდა კი – 27.2%-ით.
IATA-ს ინფორმაციით, წლიური თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი ზრდა დაფიქსირდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში (+90,1%). მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ასევე აფრიკაში (+31,8%) და ახლო აღმოსავლეთში (+28,3%). ოდნავ სუსტი ზრდა დაფიქსირდა ლათინურ ამერიკაში (+18,7%), ასევე ევროპაში (+13%) და ჩრდილოეთ ამერიკაში (12,9%).
„ჩრდილოეთ ნახევარსფეროში საზაფხულო მოგზაურობის სეზონი ივნისში ძლიერად დაიწყო, მოთხოვნამ ორნიშნა პროცენტული ზრდა დააფიქსირა… თვითმფრინავები სავსეა, რაც კარგი ამბავია ავიაკომპანიებისთვის, ადგილობრივი ეკონომიკებისთვის და მოგზაურობაზე და ტურიზმზე დამოკიდებული ბიზნესებისთვის“, – ნათქვამია IATA-ს გენერალური დირექტორის, უილი უოლშის განცხადებაში.