2021 წლის ივნისში 2020 წლის ივნისთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 18%-ით შემცირდა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის ივნისში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 1 281,823 ტონა შეადგინა, 2020 წლის ივნისში კი 1 566, 753 ტონა.
შესაბამისად ტვირთბრუნვა 18,19%-ითაა შემცირებული.
2021 წლის ივნისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის ივნისში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით კლება 42,25%-ა. 2019 წლის ივნისში აეროპორტმა 2 219,434 ტონა ტვირთი გაატარა.
საგულისხმოა ისიც, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.