ივლისის პიკურ პერიოდში, ანუ 5 ივლისს საქართველოს აეროპორტებიდან ყველაზე მეტი ავიარეისი ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა განახორციელა, რომელზედაც ამ დღეს განხორციელებული რეისების 16%-ი მოდის. ა
როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, ყველაზე მეტი რეისი, 5 ივლისს ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა შეასრულა (16 რეისი, მათ შორის თბილისიდან – 12, ხოლო ბათუმიდან – 4 ).
სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს აეროპორტებიდან ყველაზე მეტი აფრენა/დაფრენა 5 ივლისს განხორციელდა. სიხშირეების რაოდენობის მიხედვით კი იანვარ-ივლისში ყველაზე აქტიური დღე იყო 5 ივლისი.
აღნიშნულ დღეს საქართველოს აეროპორტებიდან 98 რეისი განხორციელდა ანუ ყოველ ერთ საათში საშუალოდ 3 რეისი განხორციელდა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 5 ივლისის აეროპორტებიდან განხორციელებული ავიარეისების პროცენტული გადანაწილება ასე გამოიყურება:
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი – 66 რეისი – 68%.
ბათუმი საერთაშორისო აეროპორტი – 23 რეისი – 23%.
ქუთაისი საერთაშორისო აეროპორტი – 9 რეისი – 9%.აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ივლისში საქართველოს აეროპორტებში სულ 2504 რეისი განხორციელდა, რაც მცირედით ჩამორჩება 2018 წლის ივლისში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებულ რეისებს, რომელთა რაოდენობამაც 2801 რეისი შეადგინა. თუმცა ავიარეისების შემცირება თავის მხრივ რუსეთის მიერ დაწესებულ ავიასანქციებს უკავშირდება, რომელიც ძალაში 8 ივლისიდან შევიდა.