ივლისის მონაცემებით ჩვენ შევძელით და აღვადგინეთ ჩვენი პირდაპირი მიმართულებების 72%-ი, აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი. მისი თქმით, საქართველოში ავიაციის აღდგენის ტემპი საკმაოდ პოზიტიურია.
“ავიაციის სექტორში დინამიკა საკმაოდ ჯანსაღი და პოზიტიური იყო. სასიხარულო დინამიკა გვქონდა, რომ საქართველო თავისი ავიაციის განვითარების ტემპით იყო ლიდერი მსოფლიოს მაშტაბით და რა თქმა უნდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელმაც წლების განმავლობაში დაიმკვიდრა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი საერთაშორისო აეროპორტის სტატუსი.
2019 წელს ჩვენ გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი საერთაშორისო აეროპორტებში გატარებული მგზავრებისა, რომელმაც გადააჭარბა 5 მლნ მგზავრს.
2020 წელს კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე მოგვიწია გარკვეული ზომების გატარება და აქედან გამომდინარე დინამიკა არც თუ ისე სახარბიელო იყო. მაგრამ მე ძალიან მოხარული ვარ, რომ 2021 წელს იანვარ-ივნისის მაჩვენებლებით ვართ ისეთ ნიშნულზე, რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღდგენის ტენდენცია გაქვს უკიდურესად კარგი და სწრაფი.
ივლისის თვის მონაცემებით ჩვენ შევძელით და აღვადგინეთ ჩვენი პირდაპირი მიმართულებების 72%-ი. ჩვენ ამ შემთხვევაში ვედრებით არა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს, არამედ 2019 წელს, იმიტომ რომ ეს არის პირდაპირი სწორება, სადაც ჩვენ პირველ ეტაპზე უნდა დავბრუნდეთ. ის ქვეყნები სადაც ჩვენს გვაქვს პირდაპირი ფრენები უკვე აღდგა 75%-ით. ავიაკომპანიების რაოდენობა, რომელიც ჩვენთან 2019 წელს ოპერირებდნენ 79%-ით უკვე აღდგენილია”, აცხადება მარიამ ქვრივიშვილი.
მისი განმარტებითვე, საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციის მონაცემებით საქართველოს მოწინავეა მთელი მსოფლიოს მაშტაბით აღდგენის ტემპით, განსაკუთრებით ევროპის მიმართულებით.
“აქვე უნდა ავღნიშნო,რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი არის პირველი აეროპორტი ივლისის მონაცემებით, რომელმაც არათუ სწრაფად აღადგინა ის მაჩვენებლები რომლებიც 2019 წელს გვქონდა არამედ უკვე გაქვს სიხშირეების 21%-იანი გადაჭარბება რაც 2019 წელს გვქონდა”, აცხადებს ქვრივიშვილი.