მიმდინარე ტურისტულ სეზონზე ბაქოდან ბათუმის მიმართულებით ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის პროცესი განახლდება. ბაქოს საერთაშორისო ავტოსადგურში განმარტავენ, რომ რეისების განახლება ივლისიდან იგეგმება და რეისები კვირაში 3-ჯერ, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს განხორციელდება, ხოლო ბათუმიდან ბაქოს მიმართულებით ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას.
ცნობისათვის, ბაქოდან ავტოსადგურიდან ორშაბათს გამოსული ავტობუსი ბათუმში მეორე დღეს, ანუ სამშაბათს 10:00 საათზე იქნება, ხოლო ბათუმიდან რეისს ოთხშაბათს განახორციელებს და ბაქოში ხუთშაბათს ადგილობრივი დროით 10:00 საათზე იქნება. ბილეთის ფასი (ერთი გზა) 40 მანათი იქნება.
5 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა, ხოლო 5-დან 10 წლამდე ბავშვები ბილეთებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ.