ავიაკომპანია UVT Aero-მ ჩელიაბინსკიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისების განხორციელება გადაიფიქრა. ჩელიაბინსკი-ბათუმი-ჩელიაბინსკის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანიას პირველი ფრენა 23 ივნისს უნდა განეხორციელებინა. ავიაკომპანიამ ამ მიმართულებაზე ბილეთების გაყიდვა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიწყო.​

ავიაკომპანიის წარმომადგენლები განმარტავდნენ, რომ ამ მიმართულებაზე დატვირთულობას 70-80%-ის ფარგლებში ვარაუდობდნენ, თუმცა მოლოდინმა არ გაამართლა.

რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კი ჩელიაბინსკიდან ბათუმის მიმართულებით რეისი ყოველ კვირას, ხოლო ბათუმიდან ჩელიაბინსკის მიმართულებით ყოველ ორშაბათს განხორციელებდა.

ჩელიაბინსკი-ბათუმი-ჩელიაბინსკის მიმართულებაზე ოპერირებას UVT Aero ტურისტული სეზონის დასრულებამდე, 22 სექტემბრამდე გეგმავდა.