ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი ბიძინა ივანიშვილის წყალტუბოს პროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს ქუთაისის აეროპორტი, რომ არ გამოეცხადებინა „არამიზონბრივ ხარჯად“ 2013 წელს და ამ აეროპორტს, რომ მისცემოდა დაგეგმილ სიმძლავრეზე – ანუ ორ მილიონ მგზავრზე – გასვლის შესაძლებლობა (რაც დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო), წყალტუბოს სასტუმროები დიდი ხნის ამუშავებული და დატვირთული იქნებოდა პირველ რიგში ევროპელი ვიზიტორებით. ძალიან ბევრ ადამიანს უკვე დიდი ხნის ნაშოვნი ექნებოდა სამსახური. ელემენტარული ციფრებია.

2012 წელს რამდენიმე სასტუმროში, მათ შორის „შახტიორში“ (რომელიც ყველაზე დიდია) გახურებული სამუშაოები მიმდინარეობდა. 2013 წელსვე პრემიერ ივანიშვილის მიერ კაზინოების შესაძლო აკრძალვაზე საუბრის გამო, ინვესტორებმა ისე მოძუძგეს წყალტუბოდან, რომ უკანაც არ მოუხედიათ.

სანამ რამეს ვიტყვით ეს მნიშვნელოვანი ფაქტები არ დავივიწყოთ” – წერს გიორგი კანდელაკი.