მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესს ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin 2023  საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.  გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“.

ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, თბილისის მერიასთან, ტურისტულ ასოციაციებთან, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებთან.  44 ტუროპერატორთან და  23 სასტუმროსთან ერთად არის წარდგენილი. სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს სამთო გიდი ნიკო ფალიანი.

“პირველ რიგში გამომდინარე იქედან რომ ITB ბერლინი  ტურისტულ ინდისტრიაში არის ყველაზე დიდი გამოფენა და წელს საქართველო არის ამ გამოფენის მასპინძელი,  ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას  ტურიზმის ინდუსტრიაში   და საქართველოს  ღირშესანიშნაობების წარმოჩენას.

როგორც სამთო გამყოლი საქართველოდან  ITB ჩემთვის არის ძალიან დიდი გამოწვევა  და ძალიან მიხარია, რომ საშუალება მეძლევა ვიყო itb-ზე  წარდგენილი როგორც სპიკერი საქართველოდან და ვისაუბრო სათხილამურო ინდუსტრიაზე და საქართველოს პოზიციონირებაზე ფრი რაიდში და სათხილამურო ინდუსტრიაში, თუ რა მომავალი გააჩნია საქართველოს და ზოგადად რისი შეთავაზება შეგვიძლია ამ სფეროთი  დაინტერესებული ადამიანებისთვის. დარწმუნებული ვარ itb ზუსტად გვაძლევს იმის საშუალებას  რომ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ  სწორ სეგმენტს და ამით გავზარდოთ საქართვილოს მიმართ ინტერესი.” – აცხადებს სამთო გამყოლი ნიკო ფალიანი.

2019 წელს, მსოფლიო პანდემიამდე ITB Berlin-მა მსოფლიოს 181 ქვეყნიდან  გამოფენის  10 ათას მონაწილეს უმასპინძლა. გამოფენას 160 ათასი სტუმარი ჰყავდა. გამოფენას მედიის 5000-მდე წარმომადგენელი აშუქებდა.