იტალიის მთავრობა ავიაკომპანია ITA Airways-ის (ყოფილი Alitalia) საკონტროლო პაკეტის გაყიდვაზე მოლაპარაკებებს ამერიკულ Delta Air Lines-თან და ფრანკო-ჰოლანდიურ Air France-KLM-თან იწყებს.
ITA Airways-ში სახელმწიფო წილის შესყიდვის შეთავაზება ორი ავიაკომპანიისა და საინვესტიციო კომპანია Certares Management LLC-ის კონსორციუმისგან არის მთავრობის ყველაზე შესაფერისი შეთავაზება, განაცხადა ოთხშაბათს იტალიის ფინანსთა სამინისტრომ.
კონსორციუმი აპირებს ITA Airways-ის აქციების დაახლოებით 56%-ის გამოსყიდვას დაახლოებით 600 მილიონი ევროს ოდენობით, იტყობინება იტალიური მედია წყაროებზე დაყრდნობით. ამრიგად, აქციების 44% დარჩება ქვეყნის ხელისუფლების განკარგულებაში.
„სავალდებულო ხელშეკრულებები ექსკლუზიური მოლაპარაკებების შედეგად გაფორმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შედეგი სრულიად დამაკმაყოფილებელი იქნება მთავრობისთვის“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ხელისუფლება დადებითი შედეგის მიღწევას 10 სექტემბრისთვის გეგმავს.
ამ წლის დასაწყისში MSC Mediterranean Shipping-მა და გერმანულმა Lufthansa-მ ასევე გამოიჩინეს ინტერესი ITA Airways-ით.
შეგახსენებთ, რომ ITA Airways ჩამოყალიბდა 2021 წლის შემოდგომაზე გაკოტრებული Alitalia-ს აქტივებიდან.