აიშა ალ მანსური არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კომერციული ავიახაზების – Etihad Airways-ის პირველი ქალი კაპიტანი გახდა. ეს არის მნიშვნელოვანი გარღვევა არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაციაში და წარმატება Etihad Airways-ის ძალისხმევისა, გაეფართოებინა ქალების როლი ავიაციაში, კერძოდ პილოტების საზოგადოებაში.
წოდების მინიჭების ცერემონიას პილოტის ოჯახის წევრები, ავიაკომპანიის პილოტები და მენეჯმენტი ესწრებოდა.
33 წლის კაპიტანი Etihad Airways-ის კადეტ პილოტთა პროგრამას 2007 წელს შეუერთდა და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან მყოფ ორ ქალს შორის ერთ-ერთი იყო. 2010 წელს აიშა ალ მანსურიმ წარმატებით დაასრულა პროგრამა და პირველი ფრენა Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით იორდანიის დედაქალაქ ამანში შეასრულა. მან გაიარა ყველა შესაბამისი საფეხური, წარმატებით ჩააბარა არაბთა გაერთიანებული საამიროების სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლების თეორიული ცოდნა, ფრენის გამოცდა და ოფიციალურად გახდა საამიროებში პირველი ქალი კაპიტანი, რომელიც ფლობს საჰაერო ტრანსპორტის პილოტის ლიცენზიას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

𝙀𝙩𝙞𝙝𝙖𝙙-ი განსაკუთრებით ამაყობს კაპიტან აიშას მიღწევებით და მისი წარმოუდგენელი როლით, რომელსაც ის ასრულებს ავიაციაში ქალებისთვის არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. ჩვენ მოუთმენლად ველით და მივესალმებით მეტ ქალ პილოტს კაპიტნის რანგში. ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი გადაწყვეტილებისა, ხელი შევუწყოთ ქალებს, შეასრულონ თავიანთი როლი საავიაციო ინდუსტრიის განვითარებაში“, – აცხადებს 𝙀𝙩𝙞𝙝𝙖𝙙 𝘼𝙫𝙞𝙖𝙩𝙞𝙤𝙣 𝙂𝙧𝙤𝙪𝙥-ის აღმასრულებელი დირექტორი მუჰამედ ალ ბულუკი:

„ვამაყობ, რომ ვარ არაბთა გაერთიანებული საემიროების კომერციული ავიახაზების პირველი ქალი კაპიტანი და იმედი მაქვს, ეს იქნება შთაგონება ახალგაზრდა ქალებისთვის, განაგრძონ თავიანთი კარიერული გზა“, – განმარტა  Etihad Airways-ის ​კაპიტანმა აიშა ალ მანსურიმ.

ალ მანსური რეგულარული მოვალეობის შესრულებას კაპიტნის რანგში 28 აგვისტოდან შეუდგა, როდესაც საამიროებში ქალთა დღე აღინიშნება.