ფუნქციონირების დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, იტალიის ახალმა ეროვნულმა ავიაკომპანია ITA Airways-მა ეროვნულ სარკინიგზო ჯგუფთან Ferrovie dello Stato (FS) ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიზანია გააფართოვოს საჰაერო და სარკინიგზო შეთავაზებები და მოსახლეობას შესაბამისი მულტიმოდალური სერვისი შესთავაზოს.

მემორანდუმი საშუალებას აძლევს ITA Airways-ს და FS-ს მგზავრებს შესთავაზონ ინტეგრირებული საჰაერო/რკინიგზის ბილეთები და განავითარონ ლოიალობის კომბინირებული პროგრამები. ავიაკომპანიის ცნობით, ინტერმოდალური საჰაერო და სარკინიგზო მგზავრობა მოთხოვნადი იქნება როგორც დასასვენებლად, ისე საქმიან მგზავრობაზე.

მემორანდუმის ხელმოწერით, ITA Airways-მა აჩვენა, რომ ინტერმოდალური ტრანსპორტი იქნება მისი ზრდის სტრატეგიის ხერხემალი, რომელიც დაფუძნებულია იტალიის ტერიტორიებს შორის სატრანსპორტო კავშირების გაფართოებაზე, რაც მნიშვნელოვანი ასპექტია ავიაკომპანიისთვის, რომელმაც ააშენა ჰაბ მარშრუტების ქსელი. გარდა ამისა, Ferrovie dello Stato-სთან პარტნიორობა ეფუძნება ITA Airways-ის 2021-2025 წლების ბიზნეს გეგმის სამ ძირითად საყრდენს: ინოვაციას, მდგრადობას და მომხმარებელზე ორიენტირებულობას.