სტამბოლში ტურისტებისათვის ახალი სამგზავრო ბარათები გამოჩნდა. Istanbul City Card, რომელიც სტუმრებს ქალაქში გადაადგილებისა და სხვადასხვა ადგილების დათვალიერების შესაძლებლობას აძლევს, მსურველებისათვის უკვე ხელმისაწვდომია.

Istanbul City Card-ის მიღებისთვის განკუთვნილი აპარატები დამონტაჟებულია 30-ზე მეტ ტურისტულად ცხელ წერტილში.

Istanbul City Card გთავაზობთ შეუზღუდავი რაოდენობის მოგზაურობებს 1-დან 15 დღემდე. ფასი დამოკიდებულია ბარათის ვარიანტზე.

Istanbul City Card-ის მფლობელებს შეუძლიათ ეწვიონ სტამბოლის ყველაზე პოპულარულ ადგილებს ორსართულიანი ავტობუსებით IBB  სერვისის „Hop on – Hop off“-ის ფარგლებში. ახალი Istanbul City Card-ის მფლობელებს შეეძლებათ ავტობუსიდან ნებისმიერ გაჩერებაზე ჩამოსვლა და შეუზღუდავი მოგზაურობის უფლება 24 საათის განმავლობაში.

Istanbul City Card მალე მიიღებს ახალ მახასიათებლებს, როგორიცაა მუზეუმში შესვლა, ბორანი და ექსკურსიები ბოსფორზე.

Istanbul City Card-ის გამოყენებით ტურისტებს შეუძლიათ აირიდონ საცობები. ბარათი მოქმედებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის უმეტესობაზე, ტრამვაის ჩათვლით. ეს იქნება შესანიშნავი დამატება  Istanbul Tourist Pass-თვის – ბარათი, რომელიც გაძლევთ უფასო წვდომას ქალაქის 75 მთავარ ატრაქციონზე (ფასი – 95 ევრო).