ავიაკომპანია Israir Airlines-ი “ლოუკოსტერად” გარდაქმნის პროცესშია. კომპანია ეილათში მგზავრთა ნაკლებობის შედეგად მიღებული დანაკარგების კომპენსირებას დამატებითი მომსახურებიდან შემოსავლების ზრდის ხარჯზე ელის.
როგორც უცხოური მედია იტყობინება, ავიაკომპანია დროულად გადაეწყო “ლოუკოსტერის” მოთხოვნებზე და დამატებითი სერვისიდან შემოსავლების მიღებაზე, მათ შორისაა ტვირთის ნორმა, ადგილის შერჩევა და ბორტზე საკვების შეთავაზება.
ამ გზით Israir Airlines-მა შეძლო იმ დარტყმის შემცირება, რომელიც ეილათის აეროპორტის ცენტრიდან ტიმნუში გადატანით მიიღო. ამის გამო ავიაკომპანიას მგზავრთნაკადი ფაქტობრივად 20%-ით შემცირდა.
უცხოური მედიის ინფორმაციითვე, Israir Airlines-ი ინტერესს გამოხატავს ახალი მიმართულებების ათვისებაზე. მათ შორისაა, ბათუმი, ბაქო და სოჭი.
ამ ქალაქებში ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების გაყიდვებიდან მოგება გაზრდილია, ბათუმში მგზავრზე 39-დან 105 დოლარამდე, ბაქოში 36-დან 101 დოლარამდე, ხოლო სოჭში 14-დან 91 დოლარამდე.