ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა.  ჩარტერული რეისით, რომელსაც ავიაკომპანია GetJet Airlines ასრულებს, ბათუმს ლიეტუვადან 180 ტურისტი ესტუმრა, რომელთა 95%-ი  ბათუმსა და ქობულეთში გეგმავს დასვენებას.

უკვე ცნობილია, რომ ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ ავიარეისებს GetJet Airlines-ი სექტემბრის ბოლომდე, ყოველ ორშაბათს განახორციელებს. ამ ეტაპისთვის საქართველოს საავიაციო ხელისუფლებასთან შეთანხმება 5 ჩარტერულ ავიარეისზე არსებობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლისთვის იგეგმება ფრენების სიხშირის გაზრდაც. ვილნიუსი-ბათუმის მიმართულებაზე ჩარტერული ავიარეისები შემდეგი წლისთვის ზაფხულის ტურისტული სეზონის განმავლობაშიც შესრულდება. რეისები ტალინი-ბათუმის ჩარტერული ფრენების მსგავსად, ტურისტული კომპანია „აჭარა ტური“-სა და  Tez Tour-ის ორგანიზებით ხორციელდება.