ისრაელში განვითარებული მოვლენების ფონზე Georgian Airways-ი მგზავრებს ბილეთების თარიღების უფასოდ ცვლილების შესაძლებლობას აძლევს.
„გაცნობებთ, რომ მგზავრებს, რომლებმაც ვერ გამოიყენეს ბილეთები “ჯორჯიან ეარვეისის” რეისებზე: თბილისი-თელ ავივი-თბილისი, ისრაელში შექმნილი საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე, უფასოდ შეძლებენ თარიღის ცვლილებას. წესი ეხება 7 ოქტომბრიდან შესრულებულ რეისებზე, ნებისმიერი ტიპის ბილეთისთვის“, – აღნიშნულია ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.