ისლანდიის ხელისუფლებამ ტურისტული გადასახადის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, როდის ამოქმედდება ახალი გადასახადი ჯერჯერობით უცნობია.
თანხებით, რომლებიც უცხოელებისგან შეგროვდება, იგეგმება ეკოლოგიისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით პროექტების განსახორციელებლად.
„ისლანდიაში, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ტურიზმი მართლაც გეომეტრიული პროგრესით გაიზარდა, რაც აშკარა გავლენას ახდენს კლიმატზეც“, – თქვა პრემიერ მინისტრმა კატრინ იაკობსდოტირმა.
ისლანდიის ხელისუფლება უკვე თანამშრომლობს ტურისტულ კომპანიებთან, რათა ქვეყანაში ცხოვრება ეკოლოგიურად სუფთა იყოს – მაგალითად, ყველა ტრანსპორტი ეტაპობრივად ელექტრო ხდება. და ეს არ არის ერთადერთი პროექტი, რომლის განხორციელებასაც მთავრობა კერძო სექტორთან ერთად აპირებს.
აღსანიშნავია, რომ ტურისტულად პოპულარულ ქვეყნებსა და ქალაქებში ტურისტული გადასახადები ჩვეულებრივი პრაქტიკაა. აღნიშნული გადასახადი მოქმედებს ევროპისა და აზიის ბევრ ადგილას მოქმედებს.