სტამბოლი სიცოცხლით სავსე ქალაქია, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთს ხვდება. მას ხანგრძლივი და უაღრესად საინტერესო ისტორია აქვს, რადგან არსებობის მანძილზე იგი სხვადასხვა იმპერიის დედაქალაქი იყო დაამიტომაც მის არქიტექტურაში მრავალფეროვანი წარსულის კვალი დღემდეაშემორჩენილი.
თურქეთის ყოფილი დედაქალაქი, მისი მთავარი კულტურული, სავაჭრო დასამრეწველო ცენტრი გეოგრაფიულად ორად არის დაყოფილი. ის მდებარეობსბოსფორის სრუტის ორ ნაპირზე, ესე იგი ორ კონტინენტზე – ევროპასა და აზიაში. უნდა ითქვას, რომ აზიური ნაწილი ტურისტებში ნაკლებად არის პოპულარული, თუმცა სწორედ აქ შეიძლება ადგილობრივების ტრადიციებისა და ყოფისშესწავლა. ქალაქი ფაქტობრივად, არის ხიდი თანამედროვე დასავლეთსა და ტრადიციულ აღმოსავლეთს შორის.
შემოდგომის გრილი დღეები სულ სხვა იერს ჰმატებს სტამბოლს
სტამბოლი ზაფხულის დასვენებისთვის საუკეთესო ადგილი რომ არის, ამაში ყველა დამეთანხმება, თუმცა როცა ამინდები გრილდება და შემოდგომა ნელ-ნელა იწყებს შემოსვლას, ქალაქში ტურისტების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. აქ თქვენ ნახავთ საოცარ ბაღებს, პარკებს, რესტორნებს, კაფეებს, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში, ასევე მრავალ ღირსშსანიშნაობას, ისტორიულ შენობებს, კულტურულ ძეგლებს და სხვ. სწორედ ამ ყველაფრის დამსახურებაა, რომ შემოდგომაზეც არ იკლებს ტურისტების რაოდენობასტამბოლში.
სტამბოლის ისტორიული მიმოხილვა
არსებობს ისტორიული სამხილები იმისა, რომ სტამბოლის ადგილზე ჯერ კიდევ ძვ.წ. 6700 წელს არსებობდა დასახლება, ხოლო ძვ.წ. 667 წელს ევროპისა და აზიის გამყოფ ბოსფორის სრუტეში ბერძენმა კოლონისტებმა ქალაქი ბიზანტიონი დაარსეს. მართალია, ძველი ბერძნების კვალი დღევანდელ სტამბოლში ნაკლებადაა შემორჩენილი, თუმცა სრუტის პატარა კუნძულზე დღესაც დგას ათენელი სარდლის, ალკიბიადეს მიერ აგებული „ქალქულის კოშკი“ (რომელსაც ხანდახან „ლეანდრეს კოშკსაც“ უწოდებენ). კოშკი მას შემდეგ მრავალჯერ აღადგინეს და დღემდე ის მოქმედია. 196 წელს ქალაქი რომაელებმა დაიპყრეს და ლათინურად “ბიზანტიუმი“ უწოდეს. შემდეგ კონსტანტინე დიდმა ის რომის იმპერიის დედაქალაქად გამოაცხადა და ამჯერად კონსტანტინოპოლი დაარქვა. ამ ფაქტის უკვდავსაყოფად ქალაქის ცენტრში კონსტანტინეს სვეტი აღმართეს. როცა რომის იმპერია ორად – აღმოსავლეთად და დასავლეთად – გაიყო, კონსტანტინოპოლი აღმოსავლეთ რომის (ბიზანტიის) იმპერიის დედაქალაქად, მის პოლიტიკურ და სავაჭრო ცენტრად იქცა.
1923 წელს კი თურქეთის რესპუბლიკა დაარსდა და მისი დედაქალაქი სტამბოლის ნაცვლად ანკარა გახდა. ამ პერიოდში სტამბოლში მრავალი ისტორიული შენობა დაანგრიეს ახალი ბულვარებისთვის ადგილის გასათავისუფლებლად. თუმცა, დღემდე შემორჩენილი საუცხოო ნაგებობები ქალაქის დიად წარსულზე მეტყველებს. 1985 წელს ქალაქის იტორიული რაიონები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს, ხოლო 2010 წელს მთლიანად სტამბოლი ევროპის კულტურულ დედაქალაქად გამოცხადდა.
ბეიოღლუ სკულტურული ღონისძიება
სტამბოლი ცნობილია, რომ მთელი წლის განმავლობაში, უფრო მეტად კი ზაფხულის სეზონზე ყურადღებას იპყრობს თავისი ფესტივალებით, მუსიკითა და ღამის ცხოვრებით, თუმცა შემოდგომაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებები იმართება. ამ მხრივ გამორჩეულია მისი რაიონი ბეიოღლუ, სადაც მრავალი ღონისძიება იმართება. აქ შემოდგომაზე აღინიშნება ბეიოღლუს კულტურული ფესტივალი, რომელიც ქალაქის ყველაზე ყოვლისმომცველ კულტურულ და მხატვრულ ღონისძიებად ითვლება. ბეიოღლუს კულტურული სამარშრუტო ფესტივალი , სადაც მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი იკრიბება, წელს 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სტამბოლის სამზარეულო
სტამბოლის სამზარეულო ერთ-ერთ უმდიდრეს და მრავალფეროვან სამზარეულოდ ითვლება მსოფლიოში. მისი ძირითადი პროდუქტებია: ხორცი (უმეტესად ცხვრის), ბრინჯი, ზეითუნის ზეთი, ზეთისხილი, ბადრიჯანი, წიწაკა, ხახვი, პამიდორი, ოსპი, იოგურტი, თეთრი ყველი და სხვ. აქ რესტორნებს, კაფეებს და სხვა კვებით დაწესებულებებს თავისი რეპუტაცია გააჩნია, რადგან ისინი ვიზიტორებს გამორჩეულ ადგილობრივ და საერთაშორისო კერძებს სთავაზობენ. ოქტომბრის გრილ დღეებში სტამბოლის ნებისმიერ კაფეში კერძების დაგემოვნება და ბოსფორის ხედით დატკბობა ცალკე სიამოვნებაა.