დუბლინი-იზმირის ავიარეისის 2 მგზავრი პოლიციამ, ამორალური საქციელის გამო, დააკავა. თურქული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავით, რომელიც დუბლინიდან იზმირის მიმართულებით ასრულებდა რეგულარულ ავიარეისს, ირლანდიელი წყვილი მგზავრობდა. მგზავრობისას ქალმა და მამაკაცმა იჩხუბეს და ამის შემდეგ საპირფარეშოსკენ გაემართნენ.

რამდენიმე წუთის შემდეგ კი თვითმფრინავის მგზავრებმა საპირფარეშოდან დიდი “შერიგების” ხმები გაიგონეს. ქალისა და მამაკაცის აჩქარებულმა ხმებმა სხვა მგზავრების უკმაყოფილება გამოიწვია. მგზავრების ნაწილმა ეკიპაჟის წევრებთან დაიჩივლეს.

თვითმფრინავის იზმირის საერთაშორისო აეროპორტში დაშვების შემდეგ წყვილი თურქეთის პოლიციამ დააკავა.

როგორც ირლანდიური მედია წერს, წყვილმა დაკავების დროს ისევ ჩხუბი დაიწყო. თურქეთის პოლიციამ კი გადაწყვეტილება მიიღო, რომ წყვილი სამშობლოში ცალ-ცალკე დაებრუნებინა.