ირანის ისლამური რესპუბლიკა გამოთქვამს პროტესტს იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რასაც ირანის ზოგიერთი მოქალაქე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აწყდება.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ბახრამ კასემიმ აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის მიერ თავსაბურავთან „უპატივცემულო დამოკიდებულებასთან“ დაკავშირებით განცხადება გააკეთა. საუბარია საპასპორტო კონტროლის გავლისას ჰიჯაბის მოხსნაზე.
თბილისში ირანის საელჩომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა უკვე გაუგზავნა, ხოლო საქართველოს საელჩოს თეირანში აღნიშნულ ქმედებებზე განმარტება მოსთხოვეს.
„შესაბამის ორგანოებს საქართველოში ასევე შეეთავაზათ სათანადო გამოძიების ჩატარება“, დასძინა კასეიმ.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში უსაფრთხოების სამსახურები პატივს სცემენ მუსულმანი ქალების თავსაბურავს და მუსულმანურ პირად ცხოვრებას და ინციდენტის განმეორება აღარ მოხდება.
აღსანიშნავია, რომ ბევრ საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების პროცედურის გავლისას მუსულმან ქალებს თავსაბურავის მოხსნა უწევთ.
მასალა მომზადებულია sova-ზე დაყრდნობით.