ირანს აქვს საკუთარი საავიაციო ქარხანა, რომელიც Simorgh-ის თვითმფრინავის შექმნაზე მუშაობს, – განაცხადა ისლამური რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მოჰამედ მოჰამადი-ბახშმა.
„Simorgh-ის თვითმფრინავის წარმოება ხორციელდება ირანის რკინიგზის, თავდაცვის სამინისტროს და ირანის მრეწველობის სამინისტროს მონაწილეობით, თითოეული უწყება ასრულებს თავის კონკრეტულ ამოცანებს. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისლამურ რესპუბლიკას აქვს საკუთარი თვითმფრინავების ქარხანა“, – ციტირებს სააგენტო Tasnim მოჰამედი-ბახშს.
კონკრეტულად სად მდებარეობს საწარმო, არ არის მითითებული. ცნობილია, რომ Simorgh-ის თვითმფრინავი სატვირთო გადაზიდვებისთვის იქნება გამოყენებული და 8 ტონამდე ტვირთის გადაზიდვას შეძლებს.