საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი IPO-სთვის ემზადება, რომელსაც 2024 წელს განახორციელებს. ამ მიზნით ავიაკომპანია უკვე თანამშრომლობს Goldman Sachs Group-თან, Morgan Stanley-თან და Fransi Capital-თან. კომპანია IPO-ს რიადში  აპირებს და როგორც Bloomberg-ი წერს, საუდის არაბეთის ხელისუფლების მხრიდან ტურისტული სექტორის განვითარებისთვის მცდელობის ფონზე საკმაოდ კარგი პერსპექტივები აქვს.

Bloomberg News-ი ადრე იტყობინებოდა, რომ საუდის არაბეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდი Flynas-ში წილის შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა გარიგება არ შედგა.

ავიაკომპანია ნაწილობრივ ეკუთვნის Prince Alwaleed’s Kingdom Holding Co.-ს, რომელშიც საჯარო საინვესტიციო ფონდმა შარშან 17%-იანი წილი იყიდა.