საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG)მოწვევით საქართველოში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის IATA-ს ექსპერტები იმყოფებიან, რომლებმაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანზე მუშაობა დაიწყეს.
IATA-ს საკონსულტაციო ჯგუფმა დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის ტერმინალიდა სააეროდრომო ნაწილი დაათვალიერეს და არსებული პოტენციალი და შესაძლებლობებიადგილზე შეისწავლეს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, IATA-ს საკონსულტაციო ჯგუფი ორი დღის განმავლობაში, ქუთაისის აეროპორტის შესაბამის სამსახურებთან ერთად გენერალური განვითარების გეგმისათვის საჭიროპროცედურებს და დოკუმენტაციას ადგილზე შეისწავლიან.
,,ჩვენ IATA-ს საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლებს დეტალურად დავათვალიერებინეთ ქუთაისის აეროპორტის არსებული ინფრასტრუქტურა, მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია, რაც საჭირო იყო მგზავრების მომსახურების მიმართულებით. სამუშაო პროცესი დაახლოებით 6 თვეს გასტანს და აპრილში გვექნება ქუთაისის აეროპორტის განვითარების 20 წლიანი გეგმა, რომლითაც ვიხელმძღვანელებთ სად და როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი აეროპორტი. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც IATA-ს მასშტაბის ორგანიზაცია დეტალური დოკუმენტაციის შემუშავებისთვის არის მოწვეული საქართველოში,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
IATA-ს წარმომადგენლები მომდევნო 6 თვის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან გეგმას მოამზადებენ. რაც გულისხმობს აეროპორტის მასტერპლანის მომზადებას 20-წლიან პერსპექტივაში. მასტერპლანი არის უმნიშვნელოვანესი და სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც მსოფლიოში ყველა აეროპორტს უნდა გააჩნდეს და მასზე ძირითადად ოპერატორი კომპანიები მუშაობენ.