ხარ თიბისი ბანკის ერთგული ბარათის მფლობელი? მაშინ, იფრინე FlyUIA-თან ერთად და დააგროვე ერთგული ქულები.
ერთგული ქულები გროვდება:
- საკრედიტო ბარათი ერთგული / პრაიმ ბარათი – 2%;
- თიბისი ბანკის ყველა სხვა პლასტიკურ ბარათზე – 0.5%.
პირობები:
- ერთგული ქულები გროვდება ერთგულის ვებ გვერდზე განთავსებულ ლინკზე გადასვლის შედეგად განხორციელებულ ჯავშანზე;
- ქულები დაირიცხება ნივთის/მომსახურებისთვის შესყიდვის მომენტში არსებული ღირებულების შესაბამისად;
- ქულების დარიცხვა მოხდება გადახდის დღისთვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის კონვერტაციის კურსით;
- ქულები არ დაირიცხება ტრანსპორტირების თანხაზე, შეფუთვაზე ან/და სხვა დამატებით მომსახურებაზე, თუ ბანკის მიერ განსხვავებული პირობა არ იქნება განსაზღვრული;
- ქულები არ დაირიცხება, თუ ერთგულის ვებ გვერდიდან ელექტრონული შესყიდვის ვებ გვერდზე გადასვლამდე 30 (ოცდაათი) დღით ადრე მომხარებელს უფიქსირდება შეძენილი ნივთის/მომსახურების ნახვა ან კალათში მოთავსება.
- ქულების დარიცხვა მოხდება თვეში ერთხელ, არაუგვიანეს მომდევნო თვის 20 რიცხვისა.
ქულების დარიცხვა ხდება ნებისმიერი თანხის შენაძენზე.
თიბისი ბანკის ნებისმიერ ტერმინალში გადახდისას, დამატებით გროვდება 1%-მდე ერთგული ქულები, დეტალებისთვის ეწვიე ბმულს.
დარიცხული ქულებით სარგებლობა შესაძლებელია:
- თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათით (როგორც საკრედიტო, ასევე სადებეტო ბარათებით);
- თიბისის ტერმინალზე ბარათის გატარებით;
- ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას;
- შესაძლებელია ქულებისა და თანხის ნაწილობრივი გადახდა (მაგ: 100 ლარიანი ნივთის შეძენისას 50 ქულა+50 ლარი).
დარიცხული ქულებით სარგებლობა შესაძლებელია ერთგულის ყველა პარტნიორ ობიექტში;
ერთგული პარტნიორების სრული ჩამონათვალი განთავსებულია ბმულზე:
1 ქულა = 1 ლარი
თუ არ ხარ თიბისი ბანკის ერთგული ბარათის მფლობელი – იმისთვის, რომ დააგროვო უფრო მეტი ერთგული ქულა და ისარგებლო სპეციალური შეთავაზებებით აიღე ბარათი:
- სახლიდან გაუსვლელად ერთგულის ვებ-გვერდზე;
- თიბისის სატელეფონო ცენტრში დარეკვით: 2 27 27 27;
- ინტერნეტ ბანკიდან მარტივი განაცხადის შევსებით;
- ან 15 წუთში თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში.